понедельник, 22 декабря 2008 г.

კრწანისი


თბილსის სამხრეთ შემოგარენში, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე სოფელ კრწანისის ნაწილი დღეს უკვე ქალაქის ერთ-ერთი უბანია. მისი განაშენიანების პროექტი შედგენილი იქნა არქიტექტორების მიერ.
კრწანისი თბილისის გარშემო მდებარე სოფელთაგან ერთ-ერთი უძველესია. ჩვენამდე მოღწეულ საბუტებში იგი პირველად მე-14 საუკუნის მიწურულს იხსენიება. კრწანისი ქართველ მეფეებს სვეტიცხოვლისათვის შეუწირიათ და ამგვარად იგი საკათალიკოსო მამული ყოფილა. ამჟამად კრწანისის საზღვრები საგრძნობლად შემცირებულია შუა საუკუნეებთან შედარებით . სოფლის ჩრდილო-დასავლეთი საზღვარი ერთ დროს თაბორამდე აღწევდა და თითქმის აბანოების უბანს ესაზღვრებოდა. გვიან შუასაუკუნეებში კრწანისის ნაწილი თბილისის გარეთა უბანმა - სეიდაბადმა დაიკავა, თუმცა კრწანისი მაინც დიდ ფართობს ფლობდა. ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილ თბილისი 1735 წლის გეგმაზე ორთაჭალა კრწანისს არის მიკუთვნებული. კრწანისი ოდითგანვე ხილით და ბოსტნეულით ამარაგებდა თბილისს.
დღეს ქალაქის განაშენიანება უშუალოდ მიუახლოვდა შუა საუკუნეებთან შედარებით ძლიერ შემცირებულ კრწანისს. კრწანისის საცხოვრებელი რაიონი დაპროექტებულია ორი მთის ფერდობს შორის. ტერიტორია თანდათან ჩამოდის მტკვრისაკენ.
დღევანდელი კრწანისის ქუჩაზე მდებარეობს ”გაეროს” წარმომადგენლობის ოფისი.